ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იძაბება. საოკუპაციო რეჟიმით უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაიჭრა.
ოპოზიციის მხარდამჭერები კრიმინოგენული ვითარების გარდა, რუსული გავლენის გაძლიერებას და საოკუპაციო რეჟიმის მმართველობას აპროტესტებენ.
საოკუპაციო ხაზთან კი ჯერ ოკუპირებული რეგიონის ცენტრში მიმდინარე მოვლენები არ იგრძნობა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური აფხაზების საპროტესტო განწყობით კმაყოფილია თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის განმარტებით, სოხუმში მომხდარი აქცია მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში. აფხაზური მედია საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა, საპროტესტო აქციები გაგრძელდეს და ინიციატივა რუსული გავლენის შესაჩერებლად საკუთარ თავზე ოპოზიციურმა პარტია ამცახარამ აიღოს.
ავტორი: დავით კაკულია