19 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ნანი ბრეგვაძე და ჯგუფი "არა" ერთობლივ პროექტზე მუშაობენ

არასერიოზული ჯგუფის სერიოზული სიმღერა - ნანი ბრეგვაძემ 80 წლის იუბილემდე ყველაზე უჩვეულო დუეტზე იმუშავა. ლეგენდარული მომღერალი ჯგუფ არას საოცნებო სიმღერის და ვიდეორგოლის მთავარი გმირია. 

1960-იანი წლების მუსიკის განწყობით დაწერილი სიმღერის მუზად ზურა ჯავახიამ ნანი ბრეგვაძე შეარჩია, თუმცა დუეტის ჩაწერა დაუჯერებელ ამბად ექცა. მიუხედავად ამისა, ზაზა შენგელიას დახმარებით არასერიოზული ხასიათის სიმღერებით სახელგანთქმული ჯგუფის განსხვავებულ კომპოზიციას ნანი ბრეგვაძე პირველივე შეთავაზებიდან ძალიან სერიოზულად მიუდგა. დათმობაზე წასვლა ამჯერად დამსახურების და სასცენო სტაჟის გაუთვალისწინებლად მისივე ინიციატივით ნანი ბრეგვაძემ არჩია ახალი თაობის არტისტების ხელშეწყობის მიზნით.  

უჩვეულო დუეტის აუდიოვერსიის ჩაწერის პარალელურად არა ვიდეორგოლზეც მუშაობს.

არას და ნანი ბრეგვაძის პირველ საერთო შესრულებას მსმენელი ძალიან მალე შეაფასებს. 

დღის ამბები