აქცია პარლამენტთან - უმუშევართა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც უსახლკარო პირებისთვის სტატუსის მინიჭებას და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში დეპარტამენტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის პრობლემის მოგვარების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
ამ წუთებში პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
ისინი პრემიერმინისტრს დეპარტამენტისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას თხოვენ. მათი თქმით, დაშლას დადებითი პასუხის მიღებამდე არ აპირებენ.