სამწლიანი მუშაობა შეაჯამა თამარ ქალდანმა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მთავარ გამოწვევად ისევ რჩება მონაცემთა ბაზებთან წვდომა.
ახალი სტრატეგიის მიხედვით, ინსპექტორი გეგმავს რეგიონების მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვის შესახებ და საზოგადოებაში მეტი ცნობადობა იყოს ამ საკითხის მიმართ.
„ორიენტირებულები ვიყავთ სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენაზე და შემდგომ მათ აღმოფხვრაზე,“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.
ანგარიში თამარ ქალდანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.
„გამოწვევები რჩება, ფარული მიყურადების საკითხებზე, რაზეც მუშაობს პერსონალურ მონაცემთა აპარატებიც მათ შორის,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.