უმუშევართა კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან. მათი ნაწილი კანცელარიის შენობაში შევიდა და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
აქციის მონაწილეები უსახლკარო პირებისთვის სტატუსის მინიჭებას და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში დეპარტამენტის შექმნას მოითხოვენ, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის პრობლემის მოგვარების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
თავდაპირველად აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაიწყო, ხოლო მოგვიანებით მათ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.