19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"თავისუფალი თაობის" წევრები ვიცე პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ხვდებიან

თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ამ წუთებში საქართველოს პირველ ვიცე პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ხვდებიან.

შეხვედრაზე თავისუფალი თაობისა და უმუშევართა კავშირის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უსახლკარო პირებისთვის სტატუსის მინიჭებას და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში დეპარტამენტის შექმნას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის წევრები კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას და ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის შექმნის მიზნით, თანხის გამოყოფას მოითხოვენ.

უმუშევართა კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობის მიერ ორგანიზებული აქცია კი მთავრობის კანცელარიასთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები