პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მთაწმინდის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ისინი საცხოვრებელი ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის დაზიანებისა და სხვადასხვა ინფრასტუქტურული პრობლემების გამო დახმარებას ითხოვენ.
"არანაირი ყურადღება გამგეობამ არ გამოიჩინა. ბევრი პრობლემაა, ძველი უბანია და არაა მოწესრიგებული, არც სტადიონია არც ბავშვებისთვის სათამშო სკვერი და ა.შ." - აცხადებენ ადგილობრივები.