მცხეთა-მთიანეთში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არარეალურად დიდი ოდენობით დახარჯულ საწვავზე საუბრობს საია. ახალგაზრდა იურისტებმა კვლევა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს, ისინი სამომავლოდ შესაბამისი სამსახურიდან, მათი მხრიდან დაფიქსირებული დარღვევის შემოწმებას მოითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საწვავს პირადი მოხმარებისთვისაც იყენებენ.
მცხეთა-მთიანეთის გარდა, ანალოგიური კვლევის ჩატარებას საია საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. ბრალდებებზე პასუხის გაცემას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები კვლევის გამოქვეყნების შემდეგ აპირებენ.