სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს პროექტს დანერგე მომავალი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ამ პროგრამის დახმარებით 17-მა ბენეფიციარმა ბაღები 91 ჰექტარ ფართობზე გააშენა.
მთელი საქართველოს მასშტაბით, სამუშაოების განხორციელებაში კი სახელმწიფომ ამ მიმართულებით 7,7 მილიონი ლარი დახარჯა. ერთ-ერთი კონკრეტული პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელში დაათვალიერეს.