19 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
მშვიდობის კორპუსის 58-მა ამერიკელმა მოხალისემ დღეს ფიცი დადო

მშვიდობის კორპუსის 58-მა ამერიკელმა მოხალისემ დღეს ფიცი დადო. მოხალისეებმა 11 კვირიანი წინა სამსახურებრივი ტრენინგი გაიარეს, რომელიც ქართული ენის, კულტურისა და პროექტთან დაკავშირებული უნარების სწავლებას მოიცავდა.

მოხალისეები საქართველოს ათი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდებიან. მათი ძირითადი საქმიანობა საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება იქნება.

ნაწილი კი, არასამთავრობო ორგანიზაციებში თემის განვითარების ხელშესაწყობის მიზნით იმუშავებს. საქართველოში მოხალისეები ორი წელი დარჩებიან.

დღის ამბები