ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - ერთმანეთს ოპელისა და ტოიოტას მარკის ავტომანქანები შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
ისინი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.