ამ დრომდე სტიქიის შედეგებს ებრძვიან ვანის, ბაღდათისა და სამტრედიის სოფლებში. ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
დაზიანებულია შიდა გზები, რის გამოც 50-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა მოსახლეობას სტიქიის გამო.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, სახნავ-სათესი მიწები სრულად განადგურებელია. მოსახლეობას საწყობებში შენახული უკვე აღებული მოსავალიც გაუნადგურდა. დახოცილია შინაური ცხოველების ნაწილიც.
ავტორი: მარიკა გოცირიძე