საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სტიქიით დაზარალებული იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.
ამასთან, პრემიერის დავალებით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი სტიქიით შექმნილი პრობლემების გამო ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები გუშინდლიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.