19 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი სტიქიით დაზარალებულ სამეგრელოს რეგიონში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სტიქიით დაზარალებულ სამეგრელოს რეგიონში იმყოფება. ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში ეცნობა. 

ნალექმა მარტვილში 200-მდე ოჯახი დააზარალა. წყალმა დატბორა საცხოვრებლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი მიწები, განადგურდა მოსავალი.

რთული ვითარებაა აბაშაშიც. წყალმა სიმინდისა და სოიოს ყანები განადგურდა. წაღებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდებიც. 

დღის ამბები