უხვმა ნალექმა სერიოზული ზიანი მიაყენა აჭარის მაღალმთიან რაიონებს. ადიდებულმა მდინარემ შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში უჩამბისა და ხიხაძირის ხეობები დააზიანა. მეწყერმა წაიღო სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები.
დაზარალებულები შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მოინახულა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა მოხდეს რეაგირება ყველა პრობლემაზე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინდა, აღვნიშნო, რომ გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინა იქნა შემოსული. 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს. ასევე ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100 ერთეული ტექნიკა,“ - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.