19 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ხელისუფლება აგრძელებს თბილისში, წლების განმავლობაში დანერგილ მავნებლურ პოლიტიკას - გიორგი თაქთაქიშვილი

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული მოძრაობა ამტკიცებს, რომ თბილისში, ხვიჩიასა და ჭაბუკიანის ქუჩების კვეთაზე, კვების ობიექტის მშენებლობა იგეგმება, რასაც ადგილზე მდებარე ერთადერთი სკვერი და მწვანე ნარგავები უნდა შეეწიროს.

პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, მოუწოდებს მერიას შეაჩეროს ნებართვის გაცემის პროცედურები და დედაქალაქის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეინარჩუნოს რეკრეაციული ზონა და გამწვანება.

„ხელისუფლება აგრძელებს თბილისში, წლების განმავლობაში დანერგილი მავნებლური პოლიტიკის განხორციელებას და ქალაქს ფაქტობრივად ტოვებს მწვანე საფარის გარეშე,“ - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი თაქთაქიშვილი.  

დღის ამბები