სირიაში ჩამოგდებული ვერტმფრენის ერთ-ერთი პილოტი 90-იან წლებში აფხაზეთის ომისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი იყო. რიაფა გაწ ხაბი ბულინის სამხედრო კარიერის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ტელეარხის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
მასში ნათქვამია, რომ ის ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა, 1993-1994 წლებში აფხაზეთის ომში იყო მივლინებული, სადაც 148 დღე გაატარა, ხოლო 2008 წლის 10 აგვისტოს საჰაერო სადაზვერვო მისიით გორის რაიონში გაიგზავნა და სპეციალური სადაზვერვო ჯგუფის გადასხმაზე იყო პასუხისმგებელი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ჰომსის პროვინციაში ჩამოაგდეს. ინცინდენტი პალმირას მახლობლად მოხდა, სადაც ISIS-სა და სირიის არმიას შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. ხაბი ბულინი ადგილზე დაღუპული ორი პილოტიდან ერთ-ერთია.