დაკავებით დასრულდა აქცია გოგოლის ქუჩაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები პროსტიტუციის კერების არსებობას აპროტესტებდნენ. რკინიგზის მიმდიბარე ტერიტორიაზე, არსებულ დაწესებულბებში, გახშირებული პროსტიტუციის ფაქტებთან დაკავშირებით აქციაზე მესამე სექტორის წარომადგენლები პროტესტის ნიშნად, გზის გადაკეტვას გეგმავდნენ.
მათ ასევე, ამ დაწესებულებებზე პროტესტის გამომხატველი წარწერები გააკეთეს, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს.
მიმდინარე აქციას თავისუფალი დემოკრატებიც შეუერთდნენ. ადგილზე დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდა, რომელმაც არსებული პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის ცენტრში დაუშვებელია.