01 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იუპიტერზე“ - NASA-ს ახალი მისია

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იუპიტერზე“ - ამერიკის აერონავტიკისა და კოსმიური ადმინისტრაცია NASA-ში თანამგზავრ ჯუნოდან პირველი სიგნალის მიღება აღნიშნეს. NASA-ს ხომალდი, სახელად ჯუნო, მზის სისტემაში ყველაზე დიდ პლანეტა იუპიტერს მიუახლოვდა.

ჯუნო პირველი ხომალდია, რომელმაც იუპიტერს მიაღწია და ამიერიდან ის შესაძლებელია, რეალური კვლევის საგნად იქცეს. მისიის მთავარი მიზანი პლანეტის შემადგენლობისა და ევოლუციის შესწავლაა.

მისიის ღირებულება მილიარდ ასი მილიონი დოლარია. ხომალდი ჯუნოს მეშვეობით, მსოფლიო პირველად ნახავს რეალურ ფოტოსა და ვიდეო მასალას იუპიტერიდან.

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

დღის ამბები