19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ზიკას ვირუსი - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

გვემუქრება თუ არა ზიკას ვირუსი? მომრავლდა თუ არა საქართველოში ადამიანისთვის საშიში მწერები თუ ქვეწარმავლები? საჭიროა თუ არა დამატებითი აცრები? საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ისმის.

პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტმა ამასთან დაკავშირებით მცირე მოკვლევა ჩაატარა. როგორც ირკვევა, პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა პრობლემები არის და შესაძლოა გაღრმავდეს თუ საზოგადოებამ და მთავრობამ სათანადო ზომები არ გაატარა.

სხვადსხვა ტიპის მწერის ნაკბენის გამო მკურნალობას არა ერთი მოქალაქე გადის, თუმცა გასული კვირის ერთ-ერთი სენსაციური ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, თბილისში ტარანტულების გამოჩენას ეხებოდა. პოსტის ავტორს, გიორგი ლილუაშვილს პოსტსკრიპტუმი დაუკავშირდა, რომელმაც ჟურნალისტებს ვაზიანის დასახლებაში ის კორპუსი მიასწავლა, სადაც მოსახლოება შველას ითხოვს.

როგორც ისინი აცხადებენ, სხვადასხვა უწყებას არა ერთხელ მიმართეს, თუმცა არც შესასწავლად და არც შესაწამლად არავინ მისულა. შემდეგ ფოტოებით თავადვე დაადგინეს, რომ ეს ტარანტული არ არის და სავარაუდოდ ფალანგაა.

ფალანგა ობობას გავს, თუმცა უფრო მორიელის მონათესავეა. მტაცებელია, მაგრამ შხამიანი არ არის.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ტარანტულებზე გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

რაც შეეხება მწერებს, როგორც იმნაძე ამბობს, ზაფხულში მაისიდან სექტემბრმადე მწერების მატება ნორმალურია. ლაიმის დაავადება ყოველ წელს ფიქსირდება და წელსაც რამდენიმე 10-ეული შემთხვევა იყო.

ზიკას ვირუსის პრევენციისთვის კი დამუშავდა შავიზღვისპირეთი. საქართველოში 2 ადგილასაა აღმოჩეილი ზიკას გადამტანი კოღო და ასევე მრავლადაა მალარიის გადამტანიც.

მწერების გავრცელების ხელშემწყობი ანტისანიტარია და გარემოს დანაგვიანებაა. ცხოველთა მონიტორინგის სასმახურის მუშაობის მიუხედვად, თბილისის ქუჩებს ხშირად ძაღლები აბინძურებენ. 

ქუჩებში დაყრილი ნაგავი, მოუვლელი და დაბინძურებული სარეკრეაციო ადგილები ქალაქის მუდმივი პრობლემაა. თბილისის მერიაში საერთოდ არსებობს ისეთი სასმახური, რომელსაც დეზინსექცია ევალება.

წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა ბუნკერები და სისტემატური მოწამლვა აღარ იყო საჭირო, თუმცა, გარკვეულ ადგილებში დეზინსექცია აუცილებელია.

 

დღის ამბები