19 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
არასამთავრობოები საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდიან

დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევას საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო გააკონტროლებს - შესაბამის ინიციატივაზე დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოება - საქართველოსთან ერთად მუშაობს.

სიახლის მიხედვით, პირველ ეტაპზე შეიქმნება კომისია, რომელიც თავის მხრივ საბჭოს დააკომპლექტებს.

ომბუდსმენის აპარატისგან საბჭო იმით განსხვავდება, რომ ის დახურულ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას 24 საათიან რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს.

იდეის ავტორები მის კანონპროექტად ჩამოყალიბებას აპირებენ. ინიციატივის დეტალებს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს წარმოადგენენ.

„დახურული ინსტიტუტებისადმი ნდობის გასაზრდელად და იქ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესამცირებლად, აუცილებელია დამატებით არსებობდეს საზოგადოებრივი საბჭოც, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან,“- განაცხადა დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

 

დღის ამბები