19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
მარტვილის კანიონი ვიზიტორებს, განახლებული ინფრასტრუქტურით, რამდენიმე დღეში უმასპინძლებს

მარტვილის კანიონი განახლებული ინფრასტრუქტურით, პირველ ვიზიტორებს რამდენიმე დღეში უმასპინძლებს. ბოლო სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა.

კანიონში აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახედები, ხიდები, ანგარი, ნავმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი.

რესტავრაცია ჩაუტარდა ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

“დაცული ტერიტორიები სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში მარტვილის კანიონზე, რომელსაც ადრეც ბევრი ვიზიტორი ჰყავდა, გავხსნით ადმინისტრაციულ ცენტრს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოვაწყვეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,“- განმარტა გიგლა აგულაშვილმა. 

დღის ამბები