თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილსა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე 840 კვადრატული მეტრის კლდის ფერდობზე ქვის დამცავი ბადეების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
ადგილზე ქალაქის მერი და სამუშაოების შემსრულებელი იაპონური კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პროექტი საპილოტე პროგრამის ფარგლებში იაპონური მხარის მიერ უსასყიდლოდ განხორციელდა. ქვის დამცავი ბადის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე ათეული წელია.
“საცდელი პროგრამა იყო და იაპონურმა მხარემ გვაჩუქა აღნიშნული პროექტი და აღნიშნული მომსახურება ქალაქის მერიას. დავაკვირდებით მას და პრაქტიკაში აუცილებლად დავნერგავთ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება ის შედეგები, რა შედეგებიც ჩვენ აღნიშნული პროგრამის შედეგად მივიღეთ,“ - განცხადა დავით ნარმანიამ.