ქუთაისში პეტრიძის ქუჩაზე ძლიერი წვივის შედეგად კენჭაძეების ოჯახი დაიტბორა. დიდმა ნალექმა საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა და პირველი სართული დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, ფაქტი სანიაღვრე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია და დახმარებას ითხოვენ.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საკითხი გარემოს დაცვის ინსპექციის კომპეტენციაა.