იუსტიციის მინისტრმა დღეს ქუთაისში ცენტრალური არქივის შენობის სამშენებელო სამუშაოები დაათვალიერა. არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები მოეწყობა.
მშენებლობის დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი. დღესვე თეა წულუკიანი იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა მათ მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.