19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

სირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. ბექა ტოხოსაშვილი ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის შეტაკებების დროს დაიღუპა. 

ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრია. სწორედ ამ სოფლიდან არის მსოფლიოში ძებნილი თარხან ბათირაშვილიც. ტოხოსაშვილი სირიაში ბათირაშვილის დაცვაში მუშაობდა. 

ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ტოხოსაშვილის ოჯახის წევრები და პანკისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და ინტერვიუების ჩასაწერად ჟურნალისტები პანკისის ხეობაში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება არ მისცა.[ვიდეო]

დღის ამბები