19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
პოლიტიკური დევნა თუ კანონდარღვევა - ე.წ. მაგნოლიის საქმის დეტალები

ცენტრ პოინტის დამფუძნებლები საქმის მასალებს ელოდებიან. მათთვის ამ დრომდე გაუგებარია, რას ედავება კომპანიას ხელმძღვანელობა, რის გამოც ორი პირი დაკავებულია, კიდევ ორს კი დღეს ბრალი წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 20 მილიონის მითვისებაზე. თუმცა, დეველოპერი კომპანიის მფლობელებისთვის ეს, სავარაუდოდ, ის თანხაა, რომელიც ბათუმის თეთრი მაგნოლიიდან მოგების სახით დარჩა.

პროკურატურიდან მაია რჩეულიშვილი ბრალდებულის სტატუსით გამოვიდა. გუკა რჩეულიშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და გამოძიება მასზე ძებნას აცხადებს.

რაც შეეხება ბათუმში დაკავებულ ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

პრეტენზიები ცენტრ პოინტის მიმართ დღეს არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებასთან გამართულ აქციაზე, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც ისმოდა. ამიტომ კომპანიის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

დღის ამბები