19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი სახელმწიფოს - ბლექ სი არენას გარშემო კამათი გრძელდება

საჩუქარი სახელმწიფოს - ყოფილმა პრემიერმა მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა მასშტაბური საკონცერტო დარბაზი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება ბიუჯეტს და გადამხდელებს ერთი შეხედვით გულუხვი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

200-მილიონიანი შენობის მოვლა-პატრონობა მთლიანად სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა ქართუში ამტკიცებენ, რომ ობიექტის სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამატებითი ხარჯვა მოსალოდნელი არ არის.

ბლექ სი არენას ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საკონცერტო დარბაზში ჩატარებული საღამოებით შენობა თავის თავს შეინახავს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტი შეკვეთილში, ტურისტულად არააქტიურ ზონაში, მდებარეობს, პრომოუტერებს მთავრობის გათვლები არარეალურად მიაჩნიათ.

ბლექ სი არენა 20 ივლისს ქრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

დღის ამბები