კუმისელები სოფელს ტოვებენ. ადგილობრივებს მონათხრობით უკვე რამდენიმე კვირაა, უცნობი პირი სახლებში ღამის საათებში შედის და ოჯახებს აშინებს. ბავშვების და ქალების ნაწილი სხვა სოფელში გადაიყვანეს, მამაკაცებს კი ღამის საათებში მორიგეობა აქვთ დაწესებული.
უცნობმა მამაკაცმა ბოლო 3 დღის განმავლობაში 5 ოჯახში შეძლო შესვლა. ადგილობრივებმა ინფორმაცია სამართალდამცავებს პირველივე დღიდან მიაწოდეს. ძებნის პროცესში ჩართულია რწმუნებულიც, თუმცა მას თანასოფლელების მონათხრობის არ სჯერა.
სამართალდამცველებთან ერთად 40 წლამდე ნიღბიან მამაკაცს მოსახლეობაც ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მთელი ღამე მორიგეობენ, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ვინ აშინებს სოფელში ოჯახებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის გამოკითხვას 2 კვირაზე მეტია, აწარმოებენ, თუმცა აღიძვრება თუ არა საქმე, უცნობია.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი