მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას ამ წუთებში, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. ქრისტეს მოწაფეთა შორის წმინდა პეტრესა და წმინდა პავლე მოციქულებს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.