19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი - 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა

კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა სირიაში. დაბომბვისას სოფელ დუისის მკვიდრი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა. ის 2003 წელს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გროზნოში, შემდეგ კი ევროპაში წავიდა. რუსლან ქავთაროვი სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, ბექა ტოხოსაშვილს, რომელიც გუშინ შეტაკებების დროს დაიღუპა, ის სოფელ ბირკიანიდან იყო.

24 წლის ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ტოხოსაშვილი სირიაში თარხან ბათირაშვილის დაცვაში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად პანკისის ხეობაში ჟურნალისტების ჩასვლა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა.

დღის ამბები