19 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მიწისძვრა საქართველოში - ეპიცენტრი თბილისიდან 52 კილომეტრში დაფიქსირდა

მიწისძვრა საქართველოში, 4,8 მაგნიტუდის ბიძგები ქვემო ქართლში 14 საათსა და 14 წუთზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 52 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ სოღუთლოში დაფიქსირდა. 

რუსთავი 2 ცდილობს ამ დროისათვის გაარკვიოს თუ რა მდგომარეობაა, უშუალოდ ეპიცენტრში. დეტალები კურიერში 3 საათზე. 

დღის ამბები