სექტემბრიდან თბილისში მანის ფირმის ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ავტობუსი ივლის.
12-მეტრიანი, 30-ადგილიანი ავტობუსი ბუნებრივ აირზე იმუშავებს და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზეც.
თბილისის მერი, დავით ნარმანია, თბილისის ავტობუსების პარკის გაახლებაზე ჩატარებულ ტენდერზე დამატებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ტენდერში კომბინირებული შეფასების სისტემით 7 დაინტერესებული კომპანიიდან საუკეთესო შეირჩა.