საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის რაიონი იყო. ბიძგების სიმძლავრემ სპეციალისტების ინფორმაციით, 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიძგები ძლიერი იყო, რამაც ისინი შეაშინა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობებიდან გამოსულები იყვნენ.
კურიერის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. გამგებელი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლებს მცირე ბზარები გაუჩნდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში იგრძნობოდა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი