აქცია ზუგდიდში - გზის მშენებლები დღეს საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ. ისინი შპს ამი 2014-ისგან კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, უკვე 7 თვეა, მათ ანაზღაურება არ მიუღიათ, კომპანიის წინააღმდეგ კი საქმე პროკურატურაშია აღძრული, თუმცა მათივე თქმით, გამოძიება ჭიანურდება.
აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი ზუგდიდის ვიცე-მერისა და მხარის გუბერნატორის ფინანსურ ინტერესებზე მიუთითებენ.