19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ბოლო პერიოდში საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა

მხოლოდ ივნისისა და ივლისის დასაწყისში საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბოლო მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ დმანისში მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

17 ივნისს კი მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროში, სადაც ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა

12 ივნისს მიწისძვრა მოხდა ყვარელშიც, სადაც მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდა იყო.

კიდევ ერთი მიწისძვრა ყვარელში 9 ივნისსაც მოხდა. ამჯერად ბიძგების სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ასევე 3 მიწისძვრა დაფიქსირდა მაისში, 2 კი აპრილში. 

 

დღის ამბები