სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა სოფელ ხაიშში მომხდარი მკვლელობის მიზეზი, თუმცა ამ ვერსიას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი არ იზიარებს.
ზურაბ სუბელიანმა მეგობარი საკუთარ სახლში მოკლა, მეუღლეს კი მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. სუბელიანი უკვე დაკავებულია, მას ბრალი 2 მუხლით აქვს წაყენებული.
გარდაცვლილის მეურლე მკვლელის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
ავტორი: დავით კაკულია