სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის სამართალდამცველებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაკავებული ჰყავთ, თუმცა ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე პირი ფიგურირებს.
სახლთან, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდამ დედა და 3 არასრულწლოვანი მოკლა, რკინის ხელკეტები იპოვეს.
ადგილობრივები თვლიან, რომ ბრალდებულს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სულ მცირე სამი თანამზრახველი ჰყავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ოფელია ქაჩოდიანს და მის ორ არასრულწლოვან ქალიშვილს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.
ავტორი: ეკა გაგუა