19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
თბილისის ზღვაში გაუჩინარებულ მოზარდს ისევ ეძებენ

თბილისის ზღვაში დღეს დილიდან ისევ განახლდება 15 წლის მოზარდის ძებნა. ის გუშინ გაუჩინარდა. 15 წლის ბიჭი თბილისის ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ახლობლების თქმით, მოზარდმა სავარაუდოდ, ცურვა არ იცოდა კარგად, რის გამოც ვერ მოახერხა ნაპირზე გამოსვლა.

მისი გადარჩენა ვერც საშველად შესულმა მეგობარმა შეძლო. მაშველები მოზარდს გვიანობამდე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები