დღეს სვეტიცხოვლობაა. ამ დღეს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს იხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღესვე სამების ტაძარში 44-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ამჯერად 738 ბავშვი მოინათლება.