რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს თბილისის ზღვაში. ბავშვი გუშინ გაუჩინარდა.
ის ზღვაზე მეგობრებთან ერთად, საცურაოდ იყო წასული. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბიჭს წყლიდან გამოსვლა გაუჭირდა და მისი გადარჩენა ვერც საშველად წყალში შესულმა მეგობარმა შეძლო.