განათლების სამინისტროსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მათი განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია, თუმცა სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლება არ ეძლევათ.
სწავლის გაგრძელების უფლება ასევე გაუუქმდა ოთხი ათასამდე სტუდენტს. თემას მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა.
"ჩვენ მინისტრის ბრძანებით დავადგინეთ, რომ რაღაც რაოდენობა დროის, უნდა გქონდეს იმ ქვეყანაში გატარებული, ანუ ფაქტიურად კონტროლი შემოვიღეთ, რომ მართლა სწავლობდა ეს ადამიანი იმ ქვეყანაში თუ არა. უმეტეს შემთხვევაში, ამ ბავშვების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ყოფილან ან ყოფილან ძალიან ცოტა ხნით“ - განმარტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.