19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
რუსთავი2 უზენაეს სასამართლოს მიმართავს - ნიკა გვარამიას და რუსთავი2-ის გუნდის ერთობლივი განცხადება

"ჩვენ დღეს რუსთავი2-ის კოლექტივი, ერთიანი გუნდი, რომელშიც ბზარის შეტანა ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, შევიკრიბეთ, რათა მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

"ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში სრული რწმენით, რომ პირველი 2 ინსტანციის გადაწყვეტილბა არის უკანონო და არაფერი საერთო არ აქვს სამართლიანობასთან.  წინა ორი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

"შეტანილი სარჩელი აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის ყველა კრიტერიუმს. მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც წინა ორმა ინსტანციამ რუსთავი2-ის საქმის ფარგლებში მიწასთან გაასწორა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, საკასაციო ინსტანციაში რუსთავი2-ის მიერ შეტანილი სარჩელი დასაშვებობის 4-ვე კრიტერიუმს ემყარება.

"საქართველოს კანონმდებლობა 4 კრიტერიუმს იცნობს. 1. საკასაციო საჩივარი ავტომატურად დასაშვებია, როდესაც დავა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ჩვენი დავა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას რომ ეხება, რამდენიმე კრიტერიუმით არის განპირობებული. პირველ რიგში, იგი ასეთად საკონსტიტუციო სასამრთლომ ერთ-ერთი გადაწყვეტილებით აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებები ეხებოდა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, ზღუდავდა ჩვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"2. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითრებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის. პირველმა ორმა ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც პრეცედენტი არა აქვს საქართველოში ჯერჯერობით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, აღიარა რა უკანონოდ ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ფასის დისპროპორციულობის საფუძველზე. ამიტომ საკასაციო ინსტანაცია ვალდებულია, ამაზე იმსჯელოს.

„3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენასი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და ეს კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია ამ საქმეზე.

„4. სააპელაციო სასამრთლოს და პირველი ინსტანციის მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რაც უპირობოდ ხდის ჩვენი საკასაციო საჩივრის დასაშვებობას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები