ცენტრ პოინტის საქმეზე ხვალ კიდევ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომაზე გუკა რჩეულიშვილის პატიმრობა დაფიქსირდება. ის სამართალდამცავებისთვის ჩაბარებას თავად გეგმავდა, თუმცა კურიერთან ინტერვიუს შემდეგ ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.
რჩეულიშვილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ინტერნეტსივრცეში ვიდეო გაავრცელა, სადაც მან მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გუკა რჩეულიშვილმა დაკავებამდე კურიერსაც მისცა ინტერვიუ და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს და შეეცდება, უდანაშაულობა დაამტკიცოს.
რჩეულიშვილის დაკავებამდე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა მაია რჩეულიშვილის და მასთან ერთად სხვა ბრალდებულებს, მათ შორის სალომე ჩარკვიანსაც.
მოსამართლის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გასაჩივრდება. მანამდე კი ბრალდებულები საპყრობილეში რჩებიან. ვახტანგ რჩეულიშვილი ფიქრობს, რომ ციხეში მის შვილს და ცოლს საფრთხე ემუქრებათ.
რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელში სალომე ჩარკვიანის განთავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
ჩარკვიანის უდანაშაულობაზე თავად დაკავებული, მისი ოჯახის წევრები, მაია და გუკა რჩეულიშვილები და სხვა პირებიც საუბრობენ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე