ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი მოსულში შეტაკებების დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტო Amaq ავრცელებს.
Amaq-ის ინტერნეტ გვერდზე საქართველოდან შესვლა შეზღუდულია, თუმცა სააგენტოს ინფორმაცია უკვე გაავრცელა რამდენიმე საერთაშორისო მედიამ.
მათ შორის RT, REUTERS და სხვებმა.
არსებული ინფორმაციით ალ შიშანი სირიაში მიმდინარე შეტაკებების დროს დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ მასთან ერთად მებრძოლი ორი ქართველიც მოკლეს. ერთ-ერთი მისი დაცვის წევრი იყო.
ომარ ალ შიშანი ამერიკის მიერ არის ძებნილი, ის პანკისის ხეობიდან არის წარმოშობით. მონაწილეობდა აგვისტოს ომში, შემდეგ კი საქართველო დატოვა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა თუმცა საბოლოოდ არ დადასტურდა. ამ შემთხვევაში კი ფაქტს ისლამური სახელმწიფო თავად ადასტურებს.