19 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას არ ადასტურებენ პანკისის ხეობაში

თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას არ ადასტურებენ პანკისის ხეობაში. ადგილობრივების თქმით, ოჯახისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო კი, მისი ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.

ინფორმაციას დასავლური მედია სწორედ ტერორისტული ორგანიზაციის საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს. აბუ ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობა შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ მარტში გაავრცელა, თუმცა მაშინ ტერორისტულ ორგანიზაციას ის არ დაუდასტურებია.

მისი გარდაცვალების მიზეზად მედია ამერიკულ ავია იერიშებს ასახელებს, რომლის დროსაც ის სავარაუდოდ, მძიმედ დაიჭრა. ამ ეტაპზე პენტაგონი ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. თარხან ბათირაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდანაა.

დღის ამბები