ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები სოციალური მედიით აბუ ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის გამო, ახალი შეტევების დაწყებით იმუქრებიან. თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას პანკისელები პირად საუბარში ადასტურებენ.
თარხან ბათირაშვილი ერაყში მოსულის სამხრეთით მდებარე ქალაქ შირქათში ბრძოლების დროს დაიღუპა. ამ ინფორმაციას თავად ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ადასტურებს.
პენტაგონმა ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მარტშიც გაავრცელა, თუმცა ISIS-იმ ეს ცნობა პირველად დაადასტურა.