42-ე დღეა, პატიმარი რამაზ ქოქოშვილი გლდანის მე-8 საპყრობილეში შიმშილობს.
პატიმრის ახლობლებმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს. ისინი რამაზ ქოქოშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
რამაზ ქოქოშვილი 2 ივნისს პოლიციასთან შელაპარაკების და წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.