ცენტრ პოინტის საქმის განმხილველ მოსამართლეს დაწინაურებაზე უარი უთხრეს.
ინფორმაცია ამის შესახბე რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
მოსამართლე რევაზ ნადარაიას სურვილი იყო, თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ყოფილიყო.
ახლა ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასასამართლო კომისიის მოსამართლეა.
ნადარაიამ რამდენიმე დღის წინ ცენტრ პოინტის საქმეში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის სალომე ჩარკვიანს.