19 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
საპატრიარქომ 2014-2015 წლებში ბიუჯეტიდან 63 მილიონზე მეტი მიიღო - არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა

რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა - ამ თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

კვლვევა ადამიანთა უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა მოამზადა.

დოკუმენტში ძირითადად საუბარია სახელმწიფოს მიერ სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაზე. 

კვლევის მიხედვით, 2014-2015 წლებში საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო დაფინანსება ჯამურად 63,173,299 ლარს შეადგენს.

ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო მთლიანი დაფინანსების 81.1%, 51 მილიონ ლარზე მეტი. მუნიციპალურმა დაფინანსებამ კი 9 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც საერთო დაფინასების 13,76%-ია.

მთავრობის სარეზორვო ფონდიდან საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 3 მილიონ ლარზე მეტი, ანუ მთლიანი თანხის 4.95%.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2014 წელს 108, 865 ლარი გამოიყო. 2015 წელს კი ეკლესიისთვის თანხა არ გამოყოფილა. 

 

 

დღის ამბები